პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ფრანგ პოლიტიკოსებს “ქვეყანა თავზე ექცევათ და საკუთარ მოსახლეობაზე უნდა იფიქრონ”.
„სანქციების დაწესებას თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ.
ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტს და მოსახლეობას მიხედონ. სანამ სხვებზე იფიქრებენ და ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ. მე სხვა პასუხი მათთან არ მექნება.
ამ პოლიტიკოსების მხრიდან არაერთხელ ვიხილეთ მსგავსი ტიპის ესკალაციური განცხადებები და მერე საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამის უკან დგას ხან ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსური ინტერესი, ხან სხვების“, _ თქვა ლევან მახაშვილმა.




































































