ცოტა ხნის წინ ასეთ კარდინალურ გადაწყვეტილებამდე 17 ფრანგული მეურნეობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უთანასწორო კონკურენციის შედეგად მივიდა.
ფრანგული მარნების მფლობელთა განცხადებით, ამერიკის მეღვინეობის რეგიონებში წარმოებული ღვინო ბაზარზე გაცილებით დაბალ ფასად იყიდება, რამაც განაპირობა კიდეც ფრანგთა მხრიდან გამოსავლის ძიებაზე ფიქრი და შეასაბამისი მოქმედებების დაწყება.
პლასტიკატის ტარაში ჩამოსხმული ფრანგული ღვინის პირველი პარტია, რომელიც 75 000 ერთეულს მოიცავს, ახლო მომავალში გამოჩნდება დიდი ბრიტანეთის დახლებზე.
მწარმოებლები იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთი შეფუთვით ჩამოსხმული ღვინო შეიძლება კონცერტებსა და ფესტივალებზეც გაიყიდოს, სადაც მინის ბოთლების შეტანა აკრძალულია.
ავტორი