ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი საკრებულოს სხდომიდან პოლიციამ გაიყვანა.
ავალიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მას არ აწოდებენ მოთხოვილ ინფორმაციას იმ საჯარო მოხელეების შესახებ, ვინც სოციალურ დახმარებას იღებს.
თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს ამ ინფორმაციის მოპოვებაში მხარდაჭერა მოთხოვა, რასაც, პოლიციის გამოძახებამდე, ურთიერთდაპირისპირება მოყვა.
წყარო: ჩემი ხარაგაული