მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს ნახატი ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულად 34,9 მილიონ დოლარად (25 მილიონი ფუნტი) გაიყიდა.
ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც აუქციონზე ლათინური ამერიკის ნამუშევრებზე გადაიხადეს.
ადრე რეკორდი დაამყარა დიეგო რივერას ნამუშევარმა, რომელთანაც კალოს დიდი ხნის განმავლობაში რომანტიული ურთიერთობა ჰქონდა. მისი ნამუშევარი 2018 წელს 9.76 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ნახატს „დიეგო და იო“ ჰქვია და მასზე აცრემლებული ფრიდა კალოა გამოსახული, მის შუბლზე კი დიეგო რივერა.
NEW YORK TIME-ის ინფორმაციით, მყიდველი ედუარდო ფ.კოსანტინია, რომელმაც არგენტინაში მუზეუმი გახსნა.
[sexy_author_bio]