“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა განაცხადა:
“მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. ეს მესმის. მაგრამ მინდა მაყურებელს მოვუწოდო, რომ არ იფიქრონ აღიარების საკითხზე, როგორც გარე მხარდაჭერის ერთადერთ ზომასა და ინსტრუმენტზე“, – ამბობს დენ ფრიდი.
“არსებობს საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სხვა გზებიც, და ამერიკასა და ევროპას ამის დიდი გამოცდილება აქვთ. საქართველოს მომავალი არაა დემოკიდებული იმაზე, რას გავაკეთებთ ჩვენ, დასავლეთში, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა კი ამ დრომდე, უკვე ამდენი კვირის განმავლობაში, აჩვენა ისეთი თავდადება და სიმამაცე, რამაც დარწმუნებული ვარ გააკვირვა „ქართული ოცნება“ და ალბათ მოსკოვიც”, – განმარტავს დენიელ ფრიდი.
ვრცლად: ამერიკის ხმა