ფრინველის გრიპის ვირუსის H5N1 შტამი ინფიცირებული ცხოველების რძეში ძალიან მაღალი კონცენტრაციით იქნა აღმოჩენილი, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა. რამდენი ხანი შეუძლია ვირუსს რძეში არსებობა უცნობია.
ტეხასის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს არ წარმოადგენს შეშფოთების საგანს კომერციული რძის მიწოდებისთვის, რადგან რძის ქარხნებს მოეთხოვებათ დაავადებული ძროხების რძის განადგურება. პასტერიზაცია ასევე კლავს ვირუსს.
”მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის უსაფრთხო კვების პრაქტიკის უზრუნველყოფა, მათ შორის მხოლოდ პასტერიზებული რძისა და რძის პროდუქტების მოხმარება”, – თქვა მსოფლიო ჯამდაცვის ორგანიზაციის გრიპის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელმა, ჟანგმა.