საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ადიდდა ხევი, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.