ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო.
სხდომის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მოსამართლეს განუცხადა, რეპლიკისთვის დრო სჭირდებათ, რათა არგუმენტირებულად უპასუხონ დაცვის მხარის მიერ წარმოთქმულ ვრცელ სიტყვას.
რეპლიკების ეტაპით სხდომა 11 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.