ლისაბონში ისტორიულ ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ტრამვაის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.
როგორც BBC იუწყება, შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა. დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის დროს ვაგონში 43 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ტურისტები იყვნენ.
პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.































































