ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევემა იკლო. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა. გასულ 24 საათში ჩოხატაურში ინფიცირების 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
“პიკი გადავიარეთ. ისევე როგორც საქართველოში, ჩოხატაურშიც იკლო ინფიცირების შემთხვევებმა”,_ გვითხრა ჯიბუტმა.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 7664 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7129 პაციენტი, გარდაცვლილია 67.
[sexy_author_bio]