მოზამბიკში ციკლონმა, სავარაუდოდ, 1 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, _ აღნიშნულ ინფორმაციას CNN პრეზიდენტ ფილიპე ნიუსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოფიციალურად, 84-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, თუმცა, ყველაფერი მიუთითებს, რომ შესაძლოა, 1 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული,“_განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, 100 000 ადამიანს ჯერ კიდევ საფრთხე ემუქრება.
როგორც ცნობილია, ციკლონის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ზიმბაბვეშიც, დაზარალებულია მალავიც.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ქვეყანაში 150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.