ფილიპინებში შტორმ ტემბლინის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, 64 კი დაიკარგა. აღნიშნულ ინფორმაციას NYTIMES ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მაშველებმა 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
გავრცელებული ცნობით, ქალაქ სალვადორთან ჩამოწოლილი მეწყრების შედეგად 15 სოფელი კომუნიკაციას მოწყდა.
როგორც ცნობილია, შტორმ ტემბლინამდე ცენტრალურ ფილიპინებს ტროპიკულმა შტორმმა კაი-ტაკმა გადაუარა, რის შედეგადაც 30 ადამიანი დაიღუპა და 240 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყანას წელიწადში დაახლოებით 20 ქარიშხალი ატყდება თავს.