ფილიპინებში ვულკან ტაალის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია.
ევაკუაციის მიზეზი ვულკანის გააქტიურებაა და როგორც სეისმოლოგები ამბობენ, შესაძლოა, რამდენიმე საათში ან დღეში ამოიფრქვეს.
ვულკანიდან ამოსული ფერფლის გამო ავიარეისები გაუქმდა მანილას აეროპორტში.
როგორც ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, ტაალი პატარა, მაგრამ სახიფათო ვულკანია და უნიკალურია, რადგან ვულკანის შიგნით ვულკანია.
ხელისუფლება შიშობს, რომ ვულკანის ცუნამია მოსალოდნელი.