ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ზუგდიდსა და რუსთავში ახალგაზრდების ინტოქსიკაციის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი ეჭვს გამოთქვამს, რომ ინტოქსიკაცია გამოწვეული იყო ახალი ფსიქიაქტიური ნივთიერების ე.წ პინაკას მიერ.
“მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ზუგდიდსა და რუსთავში და გამოვთქვა ეჭვი, რომ ინტოქსიკაციები, რომლებიც განვითარდა ახალგაზრდებში და გამოიწვია მძიმე შედეგები მათი ჯანმრთელობის კუთხით, განპირებობეული იყო ახალი ფსიქიაქტიური ნივთიერების ე.წ პინაკას მიერ (სამედიცინო დასახელება mdmb-4en-pinaca), რომელსაც ჟარგონულად აგრეთვე ეძახიან „მძიმე წონას“ (heavy weighta).
აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს სინთეზური კანაბინოიდებისა და კარფენტანილის ნაზავს, რომლის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გაბრუება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და პოლი-ორგანული უკმარისობა.
WHO -სა და EMCDDA ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულმა ნივთიერებამ ფართო გავრცელება მოიპოვა დარქნეტში.
გაუფრთხილდით თავს და ნუ გამოიწერთ უცნობ ნივთიერებებს, რომელთა ახალი სახესხვაობები დღითიდღე ჩნდება ბაზარზე და წინამორედებთან შედარებით ბევრად უფრო ტოქსიკური”, _ ამბობს ნარკოლოგი.