დაიწყო დოჰას ტურნირის დასკვნითი მატჩი. ფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბაუტისტა-აგუტი უპირისპირდებიან.
ესპანელი ჩოგბურთელი კარგ ფორმაშია, ის მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზეა და ნიკასთან ურთიერთშეხვედრებშიც აქვს უპირატესობა, 4 მატჩიდან 3 ესპანელმა მოიგო, ერთი ბასილაშვილმა.
ესპანელის მსგავსად კარგ ფორმაშია ნიკაც, რომელმაც ფედერერის დამარცხების შემდეგ საკმაოდ იოლად დაამარცხა ამერიკელი ფრიცი და მზად არის ტიტულისთვის ბრძოლა გაუმართოს საკმაოდ ძლიერ მეტოქეს.
აქამდე ბასილაშვილს 3 ATP ტურნირი აქვს მოგებული, თუმცა სამივე მათგანი 500 ქულიანი იყო. მას 2016 და 2017 წელს ორჯერ ქონდა შანსი 250 ქულიანი ტურნირნირის მოგების, თუმცა ორივე ფინალი დათმო. იმედია დრეს შეძლებს ამ სტატისტიკის გაუმჯობესებას.
დოჰას ფინალში გასვლით, ჩოგბურთელებმა უკვე გაინაღდეს 150 სარეიტინგო ქულა და 51 340 დოლარი, ხოლო გამარჯვებული 250 ქულას დაიწერ და 69 520 დოლარიც ერგება.
პირდაპირი ტრანსლიაციის ყურება Adjarasport tv-ზე შეგიძლიათ.