ვფიქრობ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაარტყა ათიანში. „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის” წარმატებით გახორციელებას ისტორიული შედეგები მოყვება, _ აღნიშნული განცხადება ” პარლამენტის წევრმა გიორგი ბეგაძემ მამუკა ბახტაძის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
ბეგაძის თქმით, მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმა დამწყები მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინიცირებული რეფორმა წყალივით სჭირდებათ დღეს ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს. ვეთანხმები რომ ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. მსოფლიოში უამრავი მაგალითი გვაქვს პატარა სტარტაპები როგორ იქცნენ უზარმაზარ, მსოფლიოში ცნობილ კომპანიებად. ერთმა განსაკუთრებულად წარმატებულმა სტარტაპმაც კი შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს, ამის მაგალითებიც ბევრია სხვა ქვეყნებში. ჩვენ ქვეყანაში უამრავი ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ვისაც ამ მიმართულებით მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდებათ. მათთვის დღეს სასტარტო კაპიტალის ხელმისაწვდომობის პრობლემაა, რადგან ეს რეფორმა ამ შესაძლებლობას გააჩენს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რეფორმად მივიჩნევ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ“, _ ამბობს გიორგი ბეგაძე.