ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის მოვალეობის შემსრულებლებს უსმენენ, მომავალმა პრემიერმა უპასუხა კითხვას, რატომ გადაურიცხა 2012 წელს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ 20 000 ლარი. როგორც ბახტაძე აცხადებს, ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის ჩარიცხვა მისი არჩევანი არ ყოფილა.
,,თქვენ თუ გაინტერესებთ, გადავრიცხე თუ არა თანხა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, ამაზე მაქვს მატივი დ პირდაპირი პასუხი _არა. მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“
იმის გამო, რომ 2012 წელს ,,ქართულ ოცნებას“ საშუალება არ ჰქონოდა, პარტია დაეფინანსებინა ადეკვატურად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება, ამას მოჰყვა ცვლილება კანონში ,,საბანკო საქმიანობს შესახებ“. აქედან გამოდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“, _ განაცხადა ბახტაძემ.