პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარების იძულებისთვის ბრალდებულს, 4 წლით თავისუფლების აღკვეტა მიესაჯა, _ აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.