ბერლინში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების არასწორ ტარებასთან ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართეს და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დეოდორანტი არ იხმარონ, _ ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Wele ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გერმანიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ნიღბის ტარება აუცილებელია, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები პირბადეს არასწორად – მხოლოდ პირზე ატარებენ და ცხვირი დაფარული არ აქვთ.
აქედან გამომდინარე, ბერლინის სატრანსპორტო კომპანიამ მათი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს მოწუოდებენ დეოდორანტი არ იხმარონ.
როგორც კომპანიაში ფიქრობენ, დაუმორჩილებელ მოქალაქეებს არასასიამოვნო სუნი შეაწუხებთ და იძულებულები იქნებიან, პირბადე ცხვირზეც აიფარონ.