პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქმედებს.
დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ვაფართოებთ და ხვალიდან პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც”, -განაცხადა ცქიტიშვილმა.