საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. კანონი არც სხვა სახის შეზღუდვებზე აკისრებს პასუხისმგებლობას საზოგადოებას.
საქართველოში ადამიანები პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ბოლო სამი დღის განმავლობაში, საქართველოში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 111 შემთხვევა დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციის მიხედვით, თბილისში პიროტექნიკით სხეულის დაზიანებების 53 გამოძახება დაფიქსირდა. აქედან 45 შემთხვევაში აუცილებელი გახდა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტებს შორის 21 ბავშვია.
რეგიონებში, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, სხეულის დაზიანების 58 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში არ არსებობს პიროტექნიკის მაკონტროლებელი ორგანო. მისი შეძენა ყველა ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, ნებადართულია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიშია. საქართველოსგან შედარებით, განსხვავებული ვითარებაა ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერების გაყიდვისა და ვარგისიანობის წესები მკაცრად არის დაცული.