ჩოხატაურელი ქეთი სიხარულიძე სამაგისტრო პროგრამაზე არჩეულ ფაკულტეტზე ჩარიცხულთა შორის ქულათა მიხედვით პირველ ადგილზეა. მან მაქსიმალური 100 ქულიდან 100-ვე ქულის მოგროვება შეძლო.
“ქეთიმ წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო პროგრამაზე, განათლების კვლევების და ადმინისტრირების მიმართულებით.
შიდა გამოცდის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩარიცხულთა სიაში, მაქსიმალური 100 ქულით”, _ წერს ქეთის დედა სოციალურ ქსელში.