გუშინ, გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ნიგორზღვაში.
ეს ამბავი დილით შეტყობინეს ადგილობრივ ხელისუფლებას.
,,ვიდრე ტექნიკა მოვიდოდა მერის წარმომადგენელმა საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, დათო ქორიძემ თავად დაიწყო მუშაობა და მოვარდნილი წყალი გადააგდო, ნიაღვარი ქვემოთ რომ არ წასულიყო და გზა არ ჩაერეცხა.”- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა ერთ- ერთმა ნიგორზღველმა.
ჩამოწოლილმა მეწყერმა დღეს სოფელში ხალხის გადაადგილება შეაფერხა, ასევე, სკოლისაკენ მიმავალი ტრანსპორტი. მაგრამ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, დროულად მოხდა საავტომობილო გზის გაწმენდა.
ავტორი