ოზურგეთელმა ლაზარე ჩხარტიშვილმა მნიშვნელოვანი წარმატებით დაიწყო ახალი სპორტული წელი და პირველივე თვეში, პირველ ოქროსაც გაუსინჯა კბილი. ბათუმში ჩატარებულ ღია რეიტინგ-ტურნირში-ACF CUP 2024“, რომელიც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. 36 მონაწილეს შორის ლაზარემ, რომელსაც ჯერ 9 წელიც არ შესრულებია, 10 წლამდე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
რა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილია მწვრთნელი-დავით მაღალაშვილიც, რომლის ხელმძღვანელობით გასულ წელს ლაზარემ წარმატებების ნადვილი კასკადით გაახარა თავისი გულშემატკივრები.(მხედველობაში გვაქვს მისი წარმატებები ჯერ რესპუბლიკურ ჩემპიონატებში და საერთაშორისო ტურნირებში, შემდეგ მსოფლიო პირველობაზე (ორჯერ). მასვე აქვს მოგებული რეგიონალურ ჩემპიონატები მოსწავლეთა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სხვ.). მოპოვებულ ოქროზე არანაკლებ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ლაზარეს პირადი რეიტინგის +162 (!!!) ერთეულით მატება, რაც მან უფროსებთან კარგი, გააზრებული თამაშით მიაღწია.
ვულოცავთ ლაზარეს ახალი საჭადრაკო სეზონის წარმატებულ დასაწყისს.
იმედია მას სხვა გურული მოჭადრაკეებიც აუბამს მხარს. _ ინფორმაციას გურიის ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.