“პირველ ფოტოზეც ჩემი ძმაა და მეორეზეც, მაინტერესებს თეა წულუკიანი, როდის შექმნის საჯარო მიღების საათებს ქართული ოცნების დროს ნაწამებ პატიმრებზე!
პოლიტიკა ჩემგან შორსაა, არც ნაცები მაინტერესებს და აქც ქოცები, მე ვეძებ სიმართლეს.
ჩემი ძმა მოკლეს ამ ხელისუფლების დროს, არავის ვაპატიებ რაც ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა ,,საათობით ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი, ელოდა ციხის ადმინისტრაციის პასუხს გადაიყვანდნენ თუ არა საავადმყოფოში” ამ აურზაურში ის გარდაიცვალა სამი საათის შემდეგ….
ვინ დასაჯა ან ციხის ადმინისტრაცია ან ის ადამიანები ვინც ასე აწამა? ამ პასუხს ველოდები დღემდე”, _ წერს ჟურნალისტი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.



































































