წყლის ჭავლზე “მოცეკვავე” გოგო მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას მიიღებს, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე წერს.
“გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე.
ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით”, _ წერს გიორგი კეკელიძე.