თავდასხმის მცდელობა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე – “პირველების” ოპერატორს, სერგი ბარამიძეს გდდ-ს ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
“პირველების” კორესპოდენტის ცნობით, ადგილი ჰქონდა დაპირისპირების სამ ეპიზოდს.
ძალოვანები გადამღებ ჯგუფს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას და გადაღების უფლებას არ აძლევდნენ, ასევე ცდილობდნენ, სამაუწყებლო ტექნიკის დაზიანებასაც.
“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასთან იმის გასარკვევად მივიდა, სად არის “ხარება” და შეეხო თუ არა მას საკადრო ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გელა გელაძის მისვლის შემდეგ განხორციელდა.
დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასათან, გრიგოლ გეგეჭკორიც გამოჩნდა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციიის შენობის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, რომელიც მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.
გდდ-ს ბაზაზე ომყოფებოდა ობიექტების დაცვის დეპარტამენტის უფროსი – ზვიად კალატოზიშვილი “პირველებთან” ამტკიცებს, რომ როგორც ზვიად ხარაზიშვილი, ისე მისი მოადგილეები სამსახურში დადიან და მათ ყოველდღიურად ნახულობს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გადადგა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძეც ტოვებდნენ.
ამასთან, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება”, რომელიც “შაბათის ეთერმა” ჩაწერა, არ პასუხობს კითხვას – ითანამშრომლებს თუ არა ვახო გომელაურის შემცვლელთან, გელა გელაძესთან.
წყარო: ტვ პირველი






























































