საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების ჩატარების თარიღი.
1919 წლის 14-16 თებერვალს ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები-პირველი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გამორჩეული თავისი დემოკრატიულობით და თავისუფლებით. ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ ქალებს, რაც იმ დროის მსოფლიოში იშვიათი მოვლენა იყო.
საარჩევნო სიბიექტები წარმოდგენილი იყვნენ როგორც მსოფლმხედველობრივი, ისე ეთნიკური ნიშნის მიხედვით.
სამაგალითოდ, იყო ორგანიზებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაც.