ოზურგეთში იმ ობიექტების შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა, სადაც 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, მაია ქუტიძე ამბობს, რომ ჩატარებული ტესტირების შედეგად ინფიცირების არც ერთი შემთხვევა დადასტურებულა.
„კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა სავაჭრო ცენტრებში. პირველი ეტაპი დავასრულეთ და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ტესტირება ჩავატარეთ „მოდემში“, „ჩემს მარკეტში“, „ვასაძის პურში“, საკონდიტროებში და „გულისტანის“ ქარხანაში“,_ გვითხრა ქუტიძემ.
ქუტიძის თქმითვე, საბავშვო ბაღებში ტესტირება ხვალ დასრულდება. ამ ეტაპზე კი ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული.
კორონავირუსზე ტესტირებას კი ეტაპობრივად უტარებენ პოლიციას, სამაშველო სამსახურს და იზოლატორს.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 3222 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 2977 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 26 კი _ გარდაიცვალა. აქტიურია 219 შემთხვევა.