2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება. აღნიშნულს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გამოყოფილი. ცნობისთვის, 2016 წელს პენსია 180 ლარამდე გაიზარდა.