ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.
ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველი მედალი შესძინა. 24 წლის ქართველი ძიუდოისტი ფინალში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეხვდა.
სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ქართველ ძიუდოისტსა და იაპონელს შორის შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.