ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, +109 კგ. წონითი კატეგორიაში საქართველოს ღირსებას მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იცავს.
პირველ მოძრაობაში (ატაცში) მესამე მისვლაზე ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.