https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პირველი ფირალები

13:10; 30.10.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

პირველი ფირალი, რომლის თავგადასავალს იმდროინდელი პრესა საკმაო ადგილს უთმობდა, გიორგი ჭყონია იყო. ცნობილია, რომ ჭყონია გურიის ეპისკოპოსის გაბრიელის გაძარცვის გამო სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა. “25 ივლისს, ღამით ავაზაკები დაეცნენ ჯუმათის მონასტერს… გაცარცვეს იქაურობა, თათრების ბაშიბუზუყებივით მხეცურად დასჩეხეს სალოცავად მისულები. სხვათა შორის ეპისკოპოსი, გაბრიელ ტუქსიაც მძიმედ დასჭრეს”, _ წერდა დროება 1879 წ. #159

გაირკვა, რომ ყაჩაღები სულ რვანი ყოფილან, ოთხი დაიჭირეს, დანარჩენებმა თავს უშველეს. რამდენიმე ხნის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსთან ბოდიშის მოსახდელად ერთ-ერთი დამცემი ლუკა მახარაიშვილი (იგივე ბარამიძე) მივიდა და დანარჩენი სამი ყაჩაღის ვინაობა დაუსახელა. დროება 1879 წ. #174 გაზეთის სხვა პუბლიკაციებიდან კი ვიგებთ, რომ კიდევ ორი ფირალი ა. სარჭვალიძე და ჩ. ჯორბენაძე თავისსავე ამხანაგებს მძინარეები მოუკლავთ. “…ამბობენ, ვითომ ამ ავაზაკებს ეთქვას, რომ ხსენებულ ეპისკოპოსის სახლის გაცარცვის დროს ამათ ამხანაგათ არავინ ჰყოლია, გარდა ერთის გზის-მჩვენებელსა, რომელიც ეპისკოპოსის დიაკვანი იყოვო”. დროება 1879 წ. #197

ცოტა ხანში ამავე გაზეთში დაიბეჭდა ქობულეთელის წერილი, რომელიც თავის გულისტკივილს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ რაც გურიაში ყაჩაღობა და ძარცვა ხდება ყველაფერს “…საწყალ ქობულეთელებს აბარებენ, რომ ესენი ყველა თათრები იყვნენო”. დროება 1879 წ. #191 * (აჭარლები, რომ ნამდვილად ყაჩაღობდნენ ამას მრავალი პუბლიკაცია ადასტურებს. 1896 წელს კვალი წერდა: “…თუ ამდენ ხანს მოსვენებას არ გვაძლევდნენ დარჩიები, დათუნაიშვილები და მიქელაიშვილები, ახლა იმათი ადგილი მეზობლებმა _ “ოღლებმა” დაიკავეს” კვალი 1896 # 32 გვ. 564) შემდეგ კი აგრძელებს: “ამავე ოზურგეთის უეზდში სოფელს მონასტერზე დაეცენ გურიის ეფისკოპოზს და კიდევაც დაშჭრენ და წაართვენ ფარები და ნივთებიც. ესეც დააბრალენ ჩვენ ქობულეთელებს; მაგრამ როდესაც მათი უეზდის ნაჩალნიკი შეუდგა ამ საქმის გამოძიებას მქნელი აღმოჩდენ მათშივე მცხოვრებნი აზნაური ჭყონიები”. დროება 1879 წ. #191 ჭყონიას გვარმა პირველად ამ პუბლიკაციაში გაიჟღერა.

თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა ამის გარკვევა ძნელია, თუმცა მთავარი დამნაშავე ჭყონია აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ჩასვეს. 1882 წლის ივლისში ჭყონია ციხიდან გაიქცა, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში ის სოფელ ბახვში აზნაურ კოხტა მახარაძის სახლში დაიჭირეს. ფირალი მისმა ყოფილმა ამხანაგებმა პავლე და მელქისედეკ მახარაძეებმა გასცეს. სავარაუდოდ, ეს ის მელქისედეკ მახარაძეა, რომლის ბინაში შედგა ე. წ. “ბახვის საიდუმლო კრება”, სადაც თითქოსდა დაიგეგმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. ამ საქმის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ილიას მკვლელობის საქმე ბახვში არ გადაწყვეტილა, არამედ უფრო მაღალ ინსტანციაზე და ბახვში გამართულ კრებას მხოლოდ როგორც უკვე მიღებული დადგენილება მოხსენდა. თუმცა ის, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სოციალ-დემოკრატმა ბოლშევიკებმა დაგეგმეს, არავითარ ეჭვს არ იწვევს. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ფილიპე მახარაძეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განუცხადებია:” ჩვენ, მესამედასელებმა, კომინისტებმა, დავადგინეთ ილია ჭავჭავაძის მოკვლა, ვინაიდან ილია იყო ერთადერთი დიდი პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში მარქსიზმის გავრცელებას. როდესაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის მოკვლა დავადგინეთ, ფრაქციის ყველა წევრმა იცოდა და დაგენილებაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ეს იცოდა თვით სტალინმაც, რომელიც მაშინ არაფერს არ წარმოადგენდა. მან დადგენილებას ხელი მოაწერა და ბაქოში წავიდა”. გ. აბაშიძე ილია ჭავჭავაძე ცხოვრება და ღვაწლი 2005 წ. გვ. 144

აყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობდა პრისტავი ჩიგოგიძე. “…ამ დროს მოკლულ იქმნა ავაზაკის მიერ მილიციონერი გიგო ხიხოძე, ხოლო მილიციონერთა დაჭრეს მსუბუქად ავაზაკი და მძიმედ გასათხოვარი ქალი. ამბობენ ქალი არ გადარჩებაო. ბოლოს… შეიპყრეს ავაზაკი თავისი მასპინძლით და ჩამოიყვანეს ოზურგეთში”. დროება 1882 წ. #257

როგორც ირკვევა ჭყონია ციხეში დიდხანს არ გაჩერებულა, მან მალე გააღწია სამშვიდობოს. ”…ჭყონია არა ერთხელ დაუჭერიათ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებდა ხან სატუსაღოდან და ხან გზიდგან”. დროება 1884 წ. # 70 ფირალების ისტორიების შესწავლისას ერთი საინტერესო ფაქტი იხატება: ფირალები ციხეებიდან და კატორღიდან პანტა-პუნტით მირბოდნენ. ამ საკითხზე ამახვილებს ე. ნინოშვილი ერთ წერილში: ”…ყაჩაღებს ხომ მაინც შეიპყრობდნენო? _ იკითხავს ვინმე. შეპყრობით კი არ შეუპყრიათ, პირიქით, ყაჩაღების რიცხვს თითო-ორორი ყოველ კვირაში ემატება, რადგანაც ოზურგეთის საპატიმროს კარები, როგორც ეტყობა, ძლიერ სუსტია”. ე. ნინოშვილი თხზულებათა სრული კრებული 1954 წ. გვ 514-515 ეს ალბათ, ზევით დასახელებული კორუფციის და უპასუხისმგებლობის შედეგი იყო, თორემ ბორკილდადებული კაცის გაქცევა გამაგრებული ციხიდან არც თუ ისე ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო.

მალე გავრცელდა ცნობა, რომ 1884 წლის 19 მარტს, ნაშუაღამევს, ჩიგოგიძე დარაჯებთან ერთად ჩაუსაფრდა ფირალს და მოკლა. სულ მალე კი აღმოჩნდა, რომ გიორგი ჭყონია მძიმე ავადმყოფობის შედეგად თავისი სიკვდილით მომკვდარიყო ერთ სახლში, სოფელ ჯუმათში. დროება 1884 წ. # 70 “…სახლის პატრონმა შეატყობინა ეს ამბავი იმათ, ვისაც ჯერ არს. მოვიდენ თუ არა იქ, სადაც ესვენა ჭყონია, მაშინვე უიმისოდაც მკვდარს ორი თოფი ესროლეს, გადიტანეს გვამი მახლობელ ღელის პირზე, იქ დააგდეს და შეჰქმნეს თოფების სროლა. თოფის ხმაზე ყველა მეზობლები და საზოგადოებს შევიკრიბენით; ვნახეთ მკვდარი წმინდად თავის საცვალში, წვეთი სისხლიც არ გამოსვლოდა, და, რასაკვირველია, ტანსაცმელიც სისხლში მოსვრილი არ იყო. მხოლოდ ალაგ-ალაგ ჭრილობების ალაგას, ხორცი წამლით იყო მიყრილი, შავად დამწვარი, მოვიდენ გასასვენებლად მიცვალებულის ნათესავები, გარემოება შეიტყვეს და მეც დაწვრილებით ვუამბე ყოველივე.

ბევრი თავისი დღით მკვდარი და მოკლული გვინახავს, რომ ექიმს გაეჭრას და დაემოწმებინოს, რით არის მკვდარიო; ჭყონიას კი არა თუ გაჭრა და შემოწმება აღირსეს, თვალითაც არ აჩვენს არც მაზრის და არც სხვა ექიმებს” _ აღნიშნავდა ამ ამბის დამსწრე ვინმე კ. ჯ. გოგვაძე დროება 1884 წ. # 70

ამ შემთხვევამ რომ რეზონანსი გამოიწვია, მეტყველებს თუნდაც ვრცელი სტატია, რომელიც დროებამ მიუძღვნა: “გურია, 22 მარტს. მარტის 19, ნაშუაღამევს, ორ საათზედ, ჯუმათის სოფლის კანცელარიის მახლობლად ვითომ მოიკლა ოზურგეთის პოლიციის პრისტავის ბ. ნ. ჩი-ძის (ჩიგოგიძის) მიერ გავარდნილი შესანიშნავი ფირალი (ყაჩაღი), გიორგი ჭყონია… ეს ამბავი მოვიდა ოზურგეთში დილით ადრე ოცს მარტს, ასე რომ იმავე დღეს, დილით, თერთმეტ საათზე ჯუმათში მოვიდენ ბატონი მაზრის უფროსი, სამსჯავროს გამომძიებელი ბ. მასლოვი და მრავალნი ქალნი და კაცნი, რომელთა რიცხვთა შორის მეც გახლდით.

მოკლული ჭყონია იყო დასვენებული ერთ ხის ძირში, იქაური ერთი სასულიერო უწყების სახლის მახლობლად. მიცვალებულს ჰქონდა ორი თოფი მოხვედრილი: ერთი მარცხენა საფეთქელში, ცოტა წარბ ზემოდამ და ტყვია-გავარდნილი უკან მარჯვნით საპურხაოში; მეორე მარცხნიდგანვე ასოს ძირში და ტყვია-გავარდნილი მეორე მხარეს მარჯვნით თეძოში. მიცვალებული იყო დასვენებული ისე, როგორც სწორედ წესი არის სამი, ანუ ოთხის დღის მიცვალებულისა: გულზედ ხელ_დაკრეფილი, ძალიან გამხდარი ფერ-მიხდილი, გაშეშებული, სუნ-აღებული და სუფთად ჩაცმული; თავში, სადაც ტყვია ჰქონდა, თუმცაღა ტვინი თითქმის ორი წილი არ ჰქონებია თავში მიცვალებულს, მაგრამ მიწაზედ დანთხეული აღარ სჩანდა, ხოლო მეორე ადგილი ტყვიისა სულ დამწვარი ჰქონდა თოფის წამლით, შარვალი, ფეხსაცმელი და ხორციც. ექიმი იქ იმ დროს არ ყოფილა; მხოლოდ ეს შევამჩნიეთ, როდესაც ბ. გამომძიებელმა შარვალი და ფეხსაცმელი გაახდევინა, და გულზედ გაახსნევინა ტანისამოსი, დაჭრილობის გასაჩხრეკად; ტყვიის ალაგის არც მარცხნით და არც მარჯვნით სისხლი არ აჩნდა, ისე როგორც შეჰფეროდა ნათოფარს კაცს; მიცვალებულს ტანზედ ადგილ-ადგილ დიდი ხნის მიცვალებულსავით მოყვითანო დანაღველებული აჩნდა. ბ. ჩი-ძის მხლებლები ამბობდნენ, ვითომც ჭყონიას ესროლოს თოფი და შემდეგ იმისთანა მძიმე ჭრილობებისა, ჭყონია გაქცეულიყოს ას საჟენზედ დ აიმ ადგილას მიერბინოს და მიცვლილიყოს.

ეს როგორღაც საეჭვოდ მიგვაჩნია შემდეგის მიზეზების გამო: ა) არ შეუძლიან კაცს ფეხის მოცლა იმისთანა ჭრილობების მიღების შემდეგ, როგორიც მიცვალებულს ჰქონდა, თუნდ მარტო ერთის მეტი არ ჰქონებოდა; ბ) თუმცა ჭყონია მართლა საღად ყოფილიყო ტყვიის მოხვედრამდის, ან თავსი გამონავალი სისხლი დაბეჟილი არ უნდა ჰქონოდა და ან მეორე ჭრილობიდგან სისხლის გამონავალი უნდა მჩნეოდა; გ) 19-ს მარტს, ნაშუაღამევის ორი საათიდგან მოკლულს კაცს, 20 მარტამდის თერთმეტ საათზედ დილით, მერე იმისთანა გრილს და ნამიანს დარში, როგორიც იყო ოცს მარტს, სუნი არ უნდა ჰქონოდა ტანზედ დანაღველებული მოყვითანოდ არ უნდა მჩნეოდა; დ) თოფით მკვდარი კაცი რვა და ცხრა საათის განმავლობაში კი არა, ოც-და-ოთხ საათშიც არ დაჰკარგავს ფერს, არ დამჭლევდება და გაშეშდება ისე, როგორც იყო ჭყონია; ასე რომ მისი სხეულის გადაწევ-გადმოწევა არ შემძლებოდა ისე, რომ მთელი ტანი არ გადაჰყოლოდა.” დროება 1884 წ. # 73

ჭყონიას ვითომდა მკვლელობის შესახებ საზოგადოებაში არც თუ უსაფუძვლოდ ეჭვი იყო გაჩენილი, ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ჭირისუფალს მიცვალებული ყოველგვარი სამედიცინო შემოწმების გარეშე გადასცეს დასამარხად, ანუ ამით საქმის მიჩუმათება უნდოდათ. თუ რა ბედი ეწვია პოლიცის პრისტავს ჩიგოგიძეს და მის ამქრებს, უცნობია.

გაზეთ Кавказъ-ში აღწერილია ორი ცნობილი ფირალის კ. გოგუაძის და პროკოპი ჭყონიას მოკვლის ამბავი. 1886 წლის 10 მარტს მაზრის უფროსის მოადგილეს შეატყობინეს, რომ სოფელ ჯუმათში, ერთი გლეხის სახლში იმალებოდა ფირალი კ. გოგუაძე, რომელიც თურმე მთავრობას შვიდი წელი გაურბოდა (გუგუნავას წერილის მიხედვით ის გასცა ვინმე კუკულავამ). ქუთაისის მაზრის სასამართლომ კაცის მოკვლის გამო მას კატორღა მიუსაჯა. მაზრის უფროსის მოადგილემ პრისთავი და ათი ცხენოსანი წამოიყოლია მის დასაპატიმრებლად. გოგუაძემ ნახა რა პოლიციელები, სახლიდან გამოვარდა, სნეიდერის მარკის თოფიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა და გაიქცა. მდევრებმა ის სახლიდან ორი ვერსის დაშორებით სამალავში მიაგნეს და მოკლეს. Кавказъ 1886 წ. # 74

1886 წლის 13 მარტს მოკლეს ფირალი და კატორღა მისჯილი პროკოპი ჭყონია. პროკოპი ჭყონიასადმი მიძღვნილი ლექსის მიხედვით ირკვევა, რომ ის ცოლ-შვილის სანახავად ჩუმათ სახლში დაბრუნებულა. ხალხური ლექსის მიხედვით დამსმენი ყოფილა ბათლომე ჩხაიძე _ “თურმე ბათლომაი ჩხაიძე საღალატოთა ძრებოდა”. პოლიციელებმა სახლს და ალყა შემოარტყეს და “ატყტა თოფების გრიალი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბოქაული ირაკლი დუმბაძე (ირაკლი და ივანე დუმბაძეები, ფირალების დაუძინებელი მტრები, განთქმული პოლიციელები იყვნენ. მათ რამდენიმე მათგანი ჰყავდათ დაჭერილი და მოკლული). ჭყონია სახლიდან გამოვარდა:

ბოქაულს თვალი მოვკარი,

ილაკრე იყო დუმბაძე,

მუუხტი თოფი ავართვი

და მივაყოლე დუმაზე.

ჭყონიამ დუმბაძე დაჭრა, თვითონაც ფეხში დაჭრილმა გაქცევა და გზა-და-გზა სამი კაცის მოკვლა მოახერხა. მრავალგზის დაჭრილმა მან საკმაოდ დიდი მანძილი გაირბინა, მაგრამ პოლიცია დაეწია და დაცხრილა.

ისთე გაწვიმდა ტყვიები,

რავარც ზეციდან კოხია,

სამი ვერსი გადვირბინე,

მარა აღარ მაქ ხოხია.

შიგანი გარეთ მოცივა

და დავაბუშტე ჭინჭები.

Кавказъ იუწყებოდა, რომ დარჩა კიდევ ერთი ყაჩაღი გოგია ლომჯარია, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე იმალებაო. გაზეთი იმედს გამოთქვამდა, რომ მისი დაჭერით მაზრაში სიმშვიდე დაისადგურებსო. Кавказъ 1886 წ. #74.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025

ქველმოქმედება კეთილი ადამიანების დახმარებით

კლიმატის ცვლილება_ აზიის ქვეყნები უდიდესი საფრთხის წინაშე დგას

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები   

10:32; 7.02.2026
ზაფრანი

რემონტი და ზოდიაქოს ნიშნები

10:31; 7.02.2026
ზაფრანი

სისუფთავე და ასტროლოგია   

10:29; 7.02.2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7.02.2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7.02.2026
სამართალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს _ მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

10:11; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო