ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, „მესამე ბრიგადად“ წოდებულ ნაწილში, სადაც ერთ პატარა ღელეზე, რომელიც ადიდებისას მდინარეს ემსგავსება, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გახორცილებული პროექტით, სამანქანე ხიდი აიგო.
ხიდი მოხერხებული და გამართულია, როგორც საფეხმავლოდ, ისე სამგზავრო თუ სატვირთო ტრანსპორტის გადასაადგილებლად.
_ სულ ცოტა 25 წელია, აქ ხიდის აგებას ვითხოვთ. ერთი შეხედვით პატარა ღელეს, შუაწელზე, გაავდრებისას ოთხი მიმართულებით მომავალი უფრო მცირე ღელეები, ნიაღვარი თუ არხების ნაწრეტი უერთდება. ასეთ დროს ღელე გაავებულ მდინარეს ემსგავსება და მთელი სამეზობლო შინ შემოვილითი გზებით, უკანა ეზოებიდან თუ ღობეებზე გადასვლით ბურნდებოდა. მანქანით მისულნი ან გაღმა ნაპირზე ტოვებდნენ ტრანსპორტს, ან (თუ სტუმარი იყო) უკან ბრუნდებოდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, სრულიად ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ, რადგან საშვილთაშვილო საქმე გაკეთდა იქ, სადაც, არსებობის და დასახლების დღიდან არ არსებობდა ხიდი. ვეხვეწებოდით ყველა მთავრობას და რომ იტყვიან, საშველი ახლა დაგვადგა, – ამბობენ აქ მცხოვრებლები: დათო კალანდაძე, მზია, ირმა, ნინო სურგულაძეები, ეთერ ლომჯარია და სხვები.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამის პროექტის ფარგლებში აგებული ხიდის შესახებ, მალე შედგება საექსპერტო დასკვნა.