ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის ხეობიდან ტექნიკა გაჰყავთ, _ ამის შესახებ ადგილობრივი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს.
“პირველი ტაიმი მოგებულია და ტექნიკა გაჰყავთ“, _ წერს გორდელაძე.
შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა ლიხაურში ადგილობრივები მდინარე აჭისწყლიდან ინერტული მასალის მოპოვების შეწყვეტას მოითხოვენ. მათი თქმით, მდინარეზე ქვიშა-ხრეშის მოპოვება კანონდარღვევით ხდება.
ამავე თემაზე: ვინ დაჯარიმდა ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო ოზურგეთში _ აქციის მესამე დღე ლიხაურში
ცოცხალი თევზები მდინარე აჭის პირას წყლის გარეშე (ვიდეო)
სოფლის პროტესტი _ ლიხაურში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ