ნგრეთმა და საქართველომ შეძლეს, გაეძლოთ გარე ზეწოლისთვის, რადგან ჰყავთ ძალიან ძლიერი ლიდერები, საქართველო და უნგრეთი ვერ გატეხეს ყოველდღიური ზეწოლის ფონზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი „უდიდეს შეცდომას უშვებს“, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს, მაგრამ სიიარტოს აზრით, „გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება საქართველოსთან მოლაპარაკებები, ვიდრე უკრაინასთან“.
„ახლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დროა. ეს დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, დავიცვათ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა – იმ სახელმწიფოების, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სუვერენიტეტს, რომლებიც არ დაუშვებენ საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. უნგრეთი და საქართველო არის ამის მკაფო მაგალითი. ისინი არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არ დაუშვეს, რომ ჩარეულიყვნენ ომში, რომლებიც არ უშვებენ, რომ გარეშე ძალები ჩაერიონ მის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ იყვნენ სულელი აქტორები გარეშე ძალის წინაშე. ეს არის ბრძოლა, რომელიც არასდროს დასრულდება, ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ყოველდღიურად ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბრიუსელი სხვა მიმართულებებით მიდის. იქამდე ვიდრე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია, მოგვიწევს წინააღმდეგობის გაწევა პროვოკაციის წინააღმდეგ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ უკრაინის ომში ჩარევა.
უნგრეთმა და საქართველომ შეძლეს, რომ გაეძლოთ გარეშე ზეწოლისთვის, რადგან მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი ლიდერები, ვერც საქართველო და ვერც უნგრეთი ვერ გატეხეს ყოველდღიური ზეწოლის ფონზე. ჩვენ არ მივცემთ სხვებს უფლებას, რომ დაგვამარცხონ. ჩვენ ვამაყობთ ფაქტით, რომ უნგრეთი და საქართველო გლობალური პატრიოტული რევოლუციის პიონერები არიან. ეს არის ორი სახელმწიფო, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს, თუ რა წარმატებები მოაქვს პატრიოტულ რევოლუციას.
ბრიუსელის მიერ ხდება არჩევნებში ჩარევა. საქართველო არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, არჩეული მთავრობით. უნგრელები ყოველთვის დადგებიან საქართველოს გვერდით. ჩვენ გავუწიეთ წინააღმდეგობა ყველა სახის სანქციას საქართველოს, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით სავიზო შეზღუდვების დაწესებას და არასდროს ვეთანხმებოდით, რომ საქართველომ უნდა დათმოს სუვერენიტეტი, რომ შეუერთდეს ევროკავშირს.
ვფიქრობთ, ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს ევროკავშირისგან. ჩვენი გადმოსახედიდან, სიტუაცია აშკარაა – საქართველო გააძლიერებს ევროკავშირს და გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება საქართველოსთან ახლო მოლაპარაკებები, ვიდრე უკრაინასთან, რადგან უკრაინა არამც თუ დაასუსტებს ევროკავშირს, არამედ საფრთხეს მოუტანს ევროკავშირს, ძალიან უხარისხო მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის გამო“, – განაცხადა სიიარტომ, რომლის განცხადებაც მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
































































