ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მერი ღალატის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას The Kyiv Independent ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, ჰენადი მაზეჰორა, სავარაუდოდ, რუსულ ძალებთან თანამშრომლობდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, დაკავებული მერი მხარს უჭერდა ოკუპანტის ჯარებს, რომლებმაც მისი ქალაქი დაიკავეს.
ასევე, სახელმწიფო ღალატის ბრალდებითაა დაკავებული ხარკოვის ოლქის ქალაქ პივდენიის მერი. გუბერნატორ ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, ალექსანდრ ბრიუხანოვი, რამდენიმე ადგილობრივ ოფიციალურ პირთან ერთად, რუსულ ძალებთან სავარაუდო მოლაპარაკების გამო დააკავეს.
[sexy_author_bio]