სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ჩხუბის შედეგად დაზიანებები მიიღო “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.