თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა, რომ ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.
ფიზიკური ინციდენტის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.