თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მომხდარის შედეგად ინციდენტში მონაწილე ორი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,ინციდიენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან. გამოძიება კი სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.