როგორც “გურია ნიუსს” იტალიიდან შეატყობინეს, გუშინ, ნაშუადღევს, ფლორენციაში, დიდ საავადმყოფო “კარეჯთან” ახლომდებარე ტყეს ხანძარი გაუჩნდა, რომელიც თანდათან გაძლიერდა.
_ ცეცხლი სამი საათის განმავლობაში მაინც მძვინვარებდა და მეხანძრეებს დიდ ძალისხმევა დასჭირდათ მის ჩასაქრობად. ხალხს ძალიან შეეშინდა, როცა ცეცხლი გაძლიერდა და ჩაქრობა გვიანდებოდა. თუმცა, საბოლოოდ, მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ხანძრის ლოკალიზება.
დადგინდა, რომ ტყეში ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა. სავარაუდოდ, ქალაქგარეთ დასასვენებლად გასული მოქალაქეების ან ტურისტების დაუდევრობით, _ გვეუბნება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი.