ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასთან დააკავეს ირანის მოქალაქე მასუდ იარილზოლე, რომელიც ორი დანით, მაჩეტეთი და წერაქვით იყო შეიარაღებული, _ ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, დაკავებულ თავდამსხმელს ირანის მოქალაქის პასპორტი აღმოაჩნდა. ის აშშ-ში ლეგალურად იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არაა გამორიცხული, რომ ეს ბაღდადში ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობას უკავშირდებოდეს.