უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება “რუსული რულეტკის” თამაშს ჰგავს. ამის შესახებ პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა.
“რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს “რუსული რულეტკის” თამაშს სავსე ბარაბნით და ყველასთვის ფატალური დასასრულით. ომის გაგრძელებას, ტერორს და კრიმინალურ შანტაჟს. ზელენსკიმ გამოაცხადა მოლაპარაკების პროცესის ძირითადი პირობები. მთავარი – რუსული ჯარების სრულად გაყვანაა უკრაინის ტერიტორიიდან”,_ წერს პოდოლიაკი.