პოლ მაკარტნიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე ჯგუფის დაშლის ინიციატორი ჯონ ლენონი იყო.
“ერთ დღესაც ჯონი შემოვიდა ოთახში და თქვა, რომ ჯგუფს ტოვებდა. არის თუ არა ეს ჯგუფის დაშლის პროვოცირება”? – ამბობს მაკარტნი. “ეს ჩემი ბენდი, ჩემი სამუშაო და ჩემი ცხოვრება იყო. ამიტომ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი გაგრძელებულიყო”, – დასძინა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე გააგრძელებდა თუ არა ბენდი არსებობას, ჯონ ლენონს რომ არ დაეტოვებინა, მაკარტნიმ უპასუხა, რომ შეიძლება ასეც ყოფილიყო, _ “მთავარი ის არის, რომ ჯონს იოკოსთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება სურდა და ერთი კვირის განმავლობაში შეეძლო უბრალოდ საწოლში ყოფილიყო”.
ინტერვიუში მაკარტნიმ ასევე განაცხადა, რომ მას, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტარს ამ მძიმე სიტუაციის გამოსწორება მოუხდათ. ჯგუფის დაშლასთან დაკავშირებით მათ დუმილი უნდა შეენარჩუნებინათ, სანამ მიმდინარე ბიზნესგარიგებები არ გაფორმდებოდა.
ავტორი