ამერიკის შეერთებული შტატების უარი უკრაინას F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე, როგორც ახლახან გამოაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბადენმა, შეიძლება არ განიხილებოდეს, როგორც საბოლოო უარი. ამის შესახებ გამოცემა Politico პენტაგონში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონი შესაძლოა ამ საკითხს დროთა განმავლობაში დაუბრუნდეს, მაგრამ ახლა მას ურჩევნია უკრაინის შეტევითი იარაღით აღჭურვაზე ფოკუსირება.
მათ მიაჩნიათ, რომ ახალი სამხედრო თვითმფრინავები დიდ როლს არ ითამაშებენ გაზაფხულზე მოსალოდნელ ბრძოლებში. გარდა ამისა, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის დრო საერთოდ არ არის.
თუმცა Politico წერს, რომ შეერთებული შტატები არ გამორიცხავს, რომ მათ სხვა ქვეყნებს მისცენ ნებართვა F-16-ების კიევისთვის მიწოდებაზე
ცნობისთვის, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა უკვე გამოთქვეს სურვილი განიხილონ ეს საკითხი.
ავტორი