საქართველოს პარლამენტთან, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
ადგილზე მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.
პარლამენტთან მობილიზებულია ასევე, პოლიცია.
ცნობისთვის, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ე.წ. აგენტებთან დაკავშირებით ორივე კანონპროექტის გატანაა დაგეგმილი.
წყარო: ipn