ახალი მოწვევის პარლამენტი ხვალ პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
„რაც შეეხება პრეზიდენტს არჩევას – პარლამენტი ხვალ , 26 ნოემბერს უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ
უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კონსტიტუცია რომ გაინტერესებთ ხოლმე. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.