1 ივნისი საკმაოდ უცნაურად მიულოცა ბავშვებს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნიამ.
“ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ ფოტოკოლაჟს თუ როგორ გამოიყურებოდნენ ბავშვობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, რეგიონის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს., _ აღნიშნულია გუბერნიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ პოსტში, რომელსაც ფოტოები ახლავს.