დღეს, ბესოპ ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამართული პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით მჟავანაძემ.
მჟავანაძის თქმით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მოსამართლემ, უბრალოდ, ფორმალურად დაარტყა ჩაქუჩი.
“მე სხდომის დასრულებამდე ვიცოდი და ვთქვი კიდეც, რა შედეგითაც დასრულდებოდა. ეს ყველაფერი წუხელ გადაწყდა და დაიგეგმა. მე მქონდა ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია.
ჩვენ ხვალ, როგორც დაანონსებული გვქონდა, ხვალ 10 საათზე გავმართავთ აქციას პოლიციის შენობის წინ, რომ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ნუ ეცდებიან გამოძიების ჩიხში შეყვანას. ეს იყო ხელისუფლების პასუხი ძალადობაზე და ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ წაახალისა კრიმინალი, _ თქვა მჟავანაძემ.