ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“მოძალადე სისტემა უკვე სახლებში გვივარდება!
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ჩვენი დასის წევრის, ანდრო ჭიჭინაძის საკუთარი სახლიდან დაკავების შესახებ!
პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება ვრცელდება ყველაზე და მათ შორის არიან ჩვენი თეატრის მსახიობებიც.
სისტემა ჩვენს გასაჩუმებლად ძალას არ იშურებს და საპასუხოდ ჩვენგან გაორმაგებულ წინააღმდეგობას მიიღებს. ჩვენ არ გავჩუმდებით და ამ ბრძოლაში ნამდვილად არ ვართ მარტო, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი მაყურებელი, რომელიც ჩვენთან ერთად რეჟიმს განაჩენს გამოუტანს!
ჩვენი თეატრი სოლიდარულია სისტემის ყველა პატიმრის მიმართ და ვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას.
ძალა ერთობაშია!”_ ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ამ საღამოს დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება მას გამოძიება.
































































